გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები

29-04-2026

ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.


„ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელმოწერილი "ერთი გზა - ერთი სარტყლის" ინიციატივის ფარგლებში. მასში ასახულია ყველა კონკრეტული მიმართულება და პროექტი, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას. პეკინში შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს საგზაო რუკით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელება. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება და შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი, რომლის მსგავსი ფორმატიც ჩინეთს გარკვეულ ქვეყნებთან გააჩნია. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა ორმხრივად მოხდეს. ჩინეთი დაგვეხმარება ასეთი პროექტების განხილვაში, მათ შორის, მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან და კომპანიებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტული პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით," - აღნიშნა გენადი არველაძემ.