გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი

29-04-2026

ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 


მისივე თქმით, ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს, სწორედ, საგარეო საქმეთა მინისტრს და იმ პირობებში, როდესაც იგი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. 


„ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება,"- აღნიშნა პრემიერმა.