გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება

29-04-2026

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით. 


"როდესაც საუბარია ჩვენს სახელისუფლებო გუნდზე, ორი კრიტერიუმია ჩვენთვის განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის   კეთილსინდისიერება. ამ შემთხვევაშიც, როდესაც მიიღებოდა საკადრო გადაწყვეტილებები, ეს ორი კრიტერიუმი იყო განსაკუთრებული ყურადღებით მხედველობაში მიღებული მთლიანად გუნდის მიერ. დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით,"- აღნიშნა პრემიერმა.