გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

30-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. (მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და  ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.


ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.


სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.