გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გენადი არველაძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე

30-04-2026

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი დონის დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 


„არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - მის შემადგენლობაში ბიზნეს-სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტზე, ასევე როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინიციატივების შესახებ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საინვესტიციო პროექტების სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.


„შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ფორმატში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს განვიხილავთ. ეს იქნება პრაქტიკული ინსტრუმენტი ოპერატიული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად", - განაცხადა გენადი არველაძემ.