გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა

30-04-2026

ევროკავშირში სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევები ბოლო 10 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (Eurostat) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებიდან.


სტატიაში მოყვანილია დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის მასშტაბით პოლიციამ 256 302 სექსუალური ძალადობის ფაქტი აღრიცხა, რომელთაგან 98 190 გაუპატიურების შემთხვევა იყო. რაც საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს. 2023 წელთან შედარებით, სექსუალური ძალადობის დანაშაულები 5%-ით გაიზარდა, ხოლო გაუპატიურების შემთხვევები 7%-ით არის გაზრდილი.


მონაცემები აჩვენებს, რომ 2014-დან 2024 წლამდე პერიოდში სექსუალური ძალადობის შემთხვევები 94%-ით, ხოლო გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი.


ამავე ანგარიშში წარმოდგენილია მკვლელობების სტატისტიკაც. მაგალითად, 2024 წელს ევროკავშირში 3 953 განზრახ მკვლელობა დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან შედარებით 1%-ით მეტია. თუმცა, 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, მკვლელობების რაოდენობა 11%-ით შემცირებულია.