გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

1-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1997 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10 000 ლარი შეადგინა.


სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ვ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.