გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. უ.თ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.