გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდსა და ოზურგეთში მოცვის წარმოების თანამედროვე მიდგომებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა

1-05-2026

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მოცვის მწარმოებელი ფერმერებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო დარგში არსებული თანამედროვე მიდგომების გაცნობა და ფერმერებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება.


ტრენინგს ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.


შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს მოცვის წარმოების ძირითადი აგროტექნოლოგიური საკითხები, მათ შორის ჯიშების შერჩევა, ნერგის ხარისხი, ნიადაგის მოთხოვნები და მცენარის განვითარების თავისებურებები.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგროტექნიკურ ღონისძიებებს, მათ შორის სხვლა-ფორმირებას, კვების მართვას, ნარგაობის მოვლასა და სეზონური სამუშაოების სწორ დაგეგმვას. ასევე განიხილეს მავნებლებისა და დაავადებების იდენტიფიცირების საკითხები, მათთან ინტეგრირებული ბრძოლის მეთოდები და სარეველების კონტროლის ეფექტიანი გზები.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა ფერმერმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოცვის კულტურისადმი მზარდ ინტერესს რეგიონში. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები და ფენოკალენდარული სქემები, რომლებიც მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს და ხელს შეუწყობს აგროტექნიკური სამუშაოების სწორად დაგეგმვას, მოსავლიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.


შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები დარგის სპეციალისტებისგან.