გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით სონღულაშვილი: აგროთანადაფინანსების პროგრამა ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს

1-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა, არამედ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვს უპირატესობა საექსპორტო ბაზრებისთვის გახდეს საინტერესო.


„საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი მასობრივი პროდუქციის წარმოებაში. თუმცა, ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი იყოს კონკურენტუნარიანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, რისი დეფიციტიც დღეს არსებობს. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი სექტორია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის განსაზღვრა.


აქამდე ამისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რამაც გარკვეული საფუძველი მისცა ახალი პროექტის ჩამოყალიბებას. აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობაში ჩართულები იყვნენ დარგის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. გაზიარებული გვაქვს მცირემიწიანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. პროექტი ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს. გასულ წელს ყველა რეგიონში გვქონდა შეხვედრები ფერმერებთან, გამოიკვეთა არაერთი საჭიროება მათი მხრიდან და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მათ საჭიროებებიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.