გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეიქმნას სრულფასოვანი ჯაჭვი, რომელიც ქართულ პროდუქციას კიდევ უფრო გააძლიერებს და ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის

1-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმის შესახებ ისაუბრა.


მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის დარგი გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ეს ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას, ასევე გაზრდის ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.


მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ პირველადი პროდუქციის წარმოების გაძლიერებას, არამედ გადამმუშავებელი სექტორის განვითარებას, ასევე შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების მხარდაჭერას.


„მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეიქმნას სრულფასოვანი ჯაჭვი, რომელიც ქართულ პროდუქციას კიდევ უფრო გააძლიერებს და ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმა მიზნად ისახავს თანამედროვე, ეფექტიანი და მდგრადი აგროსექტორის ჩამოყალიბებას.