გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებს ტრენინგები უტარდებათ

1-05-2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა სწავლების კურსი ჩაუტარეს.


ვეტერინარებმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟების წევრებს ცხოველების  ზოონოზური (დაავადებები, რომლითაც ავადდება ცხოველი და ადამიანი) დაავადებების, სადეზინფექციო სამუშაოებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა გარემოში ცხოველების აყვანისა და დაბრუნების საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკაზე. 


ანალოგიური სწავლების კურსი პროგრამაში ჩართულ სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.