გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და პლასტმასის ზეგავლენის შემცირების მიზნით, რუსთავის №4 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

1-05-2026

პლასტმასის გავლენისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა.


შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს პლასტმასის მოხმარებით გამოწვეული ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევები და მათი პრევენციის ეფექტიანი გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული ქცევების დამკვიდრებას.


შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებზე.


ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და უკვე მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.