გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიგლა თამაზაშვილი: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს

2-05-2026

შპს საქართველოს მელიორაციისგენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა წყალსარგებლობის განრიგის მნიშვნელობასა და სარწყავი წყლის მიწოდების მექანიზმებზე ისაუბრა.


მისი თქმით, წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმება მომხმარებლებს სარწყავი წყლის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს კომპანიას წინასწარ დაგეგმოს რესურსები და ეფექტიანად მოემსახუროს ფერმერებს.


წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების საწყის ეტაპზე წყალმომხმარებელს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ წარმოეშობა. კომპანია ვალდებულია, ფერმერს მისთვის სასურველ ადგილსა და პერიოდში მიაწოდოს საჭირო რაოდენობის სარწყავი წყალი, ხოლო მომსახურების საფასურს წყალმომხმარებელი გადაიხდის 15-დღიანი მორწყვის ციკლის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვეში, მხოლოდ მაშინ, როდესაც რწყვის ოპერაცია ჩატარდება,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.


მისივე განმარტებით, ფერმერებს აქვთ მოქნილი შესაძლებლობა შეცვალონ ან გააუქმონ შეთანხმებული გრაფიკი. რწყვის ოპერაციის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების დაწყებამდე 20 დღით ადრე, ხოლო სხვა პერიოდზე გადატანა - 10 დღით ადრე. იმ შემთხვევაში კი, თუ წყალმომხმარებელი არ ისარგებლებს დაგეგმილი მომსახურებით, მას საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.


გენერალურმა დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიღებისთვის აუცილებელია, ფერმერებმა დროულად მიმართონ საქართველოს მელიორაციისსერვისცენტრებს და გააფორმონ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებები.