გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ თელიანის შიდა გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

3-05-2026

2026 წელს კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.


ამ ეტაპზე, სოფელ თელიანის შიდა გზაზე აქტიურად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.


სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.


მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს გზების კეთილმოწყობის სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.