გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

3-05-2026

მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დაესწრება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნის პლენარულ სესიას, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.


მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.


პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.