გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა

4-05-2026

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჩაატარეს დაბა ხულოს, დაბა შუახევის, ქვემო ვაშლოვანისა და ნიგაზეულის საჯარო სკოლებში.


ტრენინგებში VII-XII კლასების 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ, მათ შორის მეწყერის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და სხვა კატასტროფული მოვლენების რისკებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო სიტუაციების დროს სწორი ქცევის წესებს, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სხვების დახმარების მნიშვნელობას.


შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.


აღნიშნული აქტივობები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში  ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.