გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წევრებთან „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს

4-05-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წევრებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უძღვებოდა, „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი გიდების რესურსი სრულად პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. გადაწყდა, რომ კულტურული გიდების მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვოტირება ნულოვანი დარჩება.


„შეხვედრა გავმართეთ საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირის წევრებთან, რომლებიც სრულად წარმოადგენენ გიდების ინტერესებს. განვიხილეთ კანონში შესული კვოტირების საკითხი. ვიმსჯელეთ იყო თუ არა გამოწვევა ქართული ბაზრისთვის, რომ საქართველოში მხოლოდ ქართველ გიდებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა. აღნიშნული შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ ბაზარს ქართველი გიდები სრულად აკმაყოფილებენ. შესაბამისად, კულტურული გიდების მიმართულებით კვოტირება ნულოვანი დარჩება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ. 


საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებით, დამტკიცდა შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი. აღნიშნული რეგულაციით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხო პირებისთვის საქართველოში მუშაობა ან სამეწარმეო საქმიანობა დასაშვები ხდება მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური უფლების საფუძველზე. 


„შრომითი მიგრაციის” შესახებ საქართველოს კანონით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კულტურული გიდების მიმართულებით უცხოელებისთვის კვოტირება ნულოვანია.