გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოთხი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ოთხჯერ მორწყვას, ფერმერს 60 დღის განმავლობაში შეუზღუდავი წვდომა აქვს სარწყავ წყალზე - გიგლა თამაზაშვილი

4-05-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა მორწყვის ციკლებისა და სარწყავი წყლის ტარიფის შესახებ განმარტება გააკეთა.


მისი თქმით, ერთი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ერთჯერად მორწყვას და მოიცავს 15-დღიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერს შეუძლია სარწყავი წყლით შეუზღუდავად სარგებლობა.


„დღევანდელი ტარიფით წყლის საცალო მიწოდების საფასური 0.0826 ლარია. ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში, ჰექტარზე ერთი მორწყვის საფასური 116 ლარს შეადგენს დღგ-ს ჩათვლით, მრავალწლოვანი კულტურებისთვის - 102 ლარს, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.


15 დღის განმავლობაში ფერმერს შეუძლია, რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ მორწყოს სავარგულები. შესაბამისად, 45 დღის განმავლობაში, ანუ სამი მორწყვის ციკლის ფარგლებში, მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება და მორწყვის რაოდენობა შეზღუდული არ არის.


ხშირად გვესმის, თითქოს ოთხი მორწყვის ციკლი მხოლოდ ოთხჯერ მორწყვას ნიშნავს, ეს ასე არ არის. ფერმერს რეალურად 60 დღის განმავლობაში აქვს შეუზღუდავი წვდომა სარწყავ წყალზე“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.


დამატებითი, მეხუთე და შემდგომი მორწყვის საჭიროების შემთხვევაში, ფერმერები მომსახურების ღირებულებას მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდიან.