გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბრაკონიერობის 3 ფაქტი გამოავლინა

4-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

 

2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და დიდი მუღანლოს მიმდებარედ. მოქალაქეები მდინარეებზე - მტკვარსა და ხრამზე თევზჭერის აკრძალული საშუალების, ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.  

 

თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდა მოქალაქე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითშიც.

 

ვინაიდან ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, სამივე ფაქტის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს.