გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში

4-05-2026

თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების  შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ამისგან ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა. 


„ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ამ რეჟიმის პირობებში ეკლესიის წინააღმდეგ. 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია. თვითონ ურიგებდნენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონ იწყებდნენ კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით. ეკლესიის დისკრედიტაცია სხვადასხვა ფორმით, კომპრომატებით შანტაჟი და .შ. უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა და მიდგომები შეიცვალა. დღეს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ეფუძნება პრინციპებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სეკულარიზმის პრინციპი და ჩვენ ამ პრინციპით ვაპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას. თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ამისგან ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში", - განაცხადა პრემიერმა.