გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება

4-05-2026

სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სიტყვა პატიმარს რომ ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. 


„თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ადამიანების წამება, დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ გვინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება. როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. ამაზრზენია ეს ყველაფერი,"- განაცხადა პრემიერმა.