გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს

5-05-2026

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევმა ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ  მოწყობილ ბაქანზე განათავსა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა სამართალდარღვევის შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო  მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.


“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პატრულირებას როგორც ცოცხალი ძალით,  ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ახორციელებენ. ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების გამოყენებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები” - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.