გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება

14-12-2018

ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განცხადეს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც წარმოჩენილია კურორტის სილამაზე. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.


"გოდერძის კურორტის პოპულარიზაცია კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. ზოგადად, გოდერძი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, არის ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შემქმნელი მაღალმთიანი აჭარისთვის და ჩვენს სტრატეგიაში, აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ცენტრალური როლი აქვს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


imedinews.ge