გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს

5-05-2026

როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს - ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე, ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


პრემიერის თქმით, მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა.

 
„შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.  ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს თავის თავზე მეტყველებს და ამას დამატებით კომენტარი არ სჭირდება", - განაცხადა პრემიერმა.