გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა, ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენ შემდგომ გაძლიერებას, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ

5-05-2026

ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა, ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენ შემდგომ გაძლიერებას, ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ.  


„რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა, ამ რთული მდგომარეობის მიზეზი არის სხვადასხვა, პირველ რიგში, ეს არის მათი წარსული, მათი აწმყო და ეს არის, რაც მთავარია ის, რომ ისინი გარედან იმართებიან შესაბამისად, რასაც დაავალებენ ხოლმე იმას აკეთებენ, ისეთ რაღაცებს კი აკეთებენ, რაც სუბიექტურადაც არ შედის მათ ინტერესებში, ამიტომ ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან. ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენს შემდგომ გაძლიერებას, ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.