გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები, მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი

5-05-2026

მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 


მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული. 


„მთავარია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ექსპერტული ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა გაგრძელდეს ამ რეჟიმში მუშაობა. რაც მთავარია, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავარია, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ყველა თემასთან დაკავშირებით ისე, რომ გონივრულად დაიხარჯოს თითოეული თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები,"- აღნიშნა პრემიერმა.