გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, რა პრობლემებიც იყო, ის პრობლემები ისევ არის ძალაში

5-05-2026

საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმერ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 


მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული, შეხვედრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება. 


„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი არსებითად იყო ორიენტირებული მომავალზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. ამ საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული. რა პრობლემებზე ვისაუბრეთ და რაზე არ ვისაუბრეთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული და შესაბამისად, შინაარსი ვერ გასაჯაროვდება. პრობლემები არსად წასულა. პოდოლიაკმა განცხადება აღარ გააკეთა გუშინდელის მერე?! თუ დანილოვმა აღარ გააკეთა განცხადება გუშინდელის მერე, თუ ელჩი არ გაიწვიეს გუშინდელის მერე, თუ სხვა ნაბიჯები არ გადადგმულა გუშინდელის მერე?! რა თქმა უნდა, რაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები და ეს არის ჩვენი სულისკვეთება,"- აღნიშნა პრემიერმა.