გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა

5-05-2026

28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, როგორც კი გამოვა  საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი. 


„28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ.  ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა, რომ უნდოდათ სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ, ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწვიეს და ა.შ. ეს შანტაჟი დამთავრდა. ერთადერთი შანტაჟისთვის იყო გათვლილი ეს ყველაფერი, არავის არ აინტერესებდა არცერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში. ეს იყო რეალობა. ერთადერთი, რისთვისაც აინტერესებდათ ეს თემა, იყო შანტაჟი და ჩვენ არ მივეცით ამ ხალხს შანტაჟის საშუალება. არაფერი საინტერესო არ არის, არც შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა, თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი. არ გვაინტერესებს მათი შანტაჟი.  როგორც კი გამოვა ამ საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი. ეს არის მათი საქმე.  ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, არის ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, დანარჩენი ყველაფერი სამუშაო პროცესია", -  განაცხადა პრემიერმა.