გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მონტესორის პირველ საერთაშორისო ბაღში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

6-05-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მონტესორის პირველ საერთაშორისო ბაღში გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.


შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა მარტივი და სახალისო ფორმით მიიღეს ინფორმაცია ბუნების დაცვის, სუფთა გარემოს მნიშვნელობისა და ნარჩენების სწორად მართვის შესახებ. პატარებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურად იზრუნონ გარემოზე.


მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ეკომეგობრული ჩვევების წახალისებას ადრეული ასაკიდან.