გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

6-05-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მნიშვნელოვან წვლილსა და გაწეულ მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. 


მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და   სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის  უზრუნველყოფის, საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.