გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

6-05-2026

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცის და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი"(მის: მოსკოვის გამზირი N12) გეგმურად შეამოწმეს. შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სურსათის გადამუშავებასა და კონსერვირებას ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელბდა.


ამავდროულად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმის თ. მ. -ს კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა ქალაქ სენაკში (მისამართი: სენაკი, დადიანის ქ. N1), სადაც შპს „XXI+ ერისთავის" მიერ წარმოებული პროდუქცია ინახებოდა. სამეგრელო - ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.