გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს გოშგარ თაჰმაზლის შეხვდა.


ბაქოში კოლეგებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება.


„შემუშავდა მემორანდუმი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ როგორც მცენარეთა მავნებლებს, ასევე ცხოველთა გადამდებ ინფექციურ დაავადებებს", - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდა.