გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - ლაშა აბაშიძე

7-05-2026

თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში და ასევე საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა.


როგორც ლაშა აბაშიძე აცხადებს, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.


„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს - ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.