გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა nარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

11-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.


თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო სადენებსა და სახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.


მუნიციპალური ნარჩენების ღია წესით წვის დროს გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას.


სამართალდარღვევების მინიმუმამდე შემცირებისა და ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.