გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო

12-05-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში, ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო.


უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვაზე შედგა.


საზეიმო ღვთისმსახურება პატრიარქმა შიო III-მ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.