12-05-2026
ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს არ აღიარებს.
როგორც კობახიძემ „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, შიო III-ს „უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს“, ვიდრე მომხრე და თავადაც პატრიარქის მოწინააღმდეგეთა რიგებშია.
„მოსაყდრე შიოს შეიძლება ჰყავდა ამომრჩეველი თავიანთ ხალხში, მაგრამ ქვეყანაში მაგას უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მომხრე. ერთ-ერთი მე ვარ მათ [პატრიარქის მოწინააღმდეგეებს] შორის, რომ არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგონია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას ჩემთვის, რა თქმა უნდა, პატრიარქად“, - განაცხადა მარიზი კობახიძემ [სტილი დაცულია].
2-03-2026