გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს - 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

12-05-2026

2026 წლის 11 მაისს, პარიზის დროით 23:25-ზე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - ეროვნულმა ასამბლეამ, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მხარდაჭერიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, მიიღო რეზოლუცია „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება“.


577-კაციანი ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რეზოლუციის მიღებას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 68 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო, 28 მათგანი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.


საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს Rassemblement National (RN)-ისა და Droite républicaine-ის ჯგუფის წევრებმა. მათი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია. მათივე შეფასებით, თუ სხვა ქვეყნებისთვის მისაღებია „უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) მსგავსი კანონმდებლობის მიღება, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება საქართველოს.


კანონის ინიციატორ, მაკრონის თანაპარტიელ დეპუტატ კონსტანს ლე გრიპს, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მის ძმასთან, ოთარ ზურაბიშვილთან დაახლოებული პირია, ასევე შეახსენეს, რომ მსგავს კანონს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მან თავის დროზე, თავადაც მხარი დაუჭირა.