გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

13-05-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს.   მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში  მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის -  მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება.


მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარიული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული  ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მცირდება მავნებლის გამრავლების წყარო.  ეროვნული სატყეო სააგენტო  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ჭრებს სისტემატიურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან.


აღსანიშნავია, რომ მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს  სააგენტო ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მისი პოპულაციის დინამიკის შეფასებასა და მართვის ღონისძიებების დაგეგმვას.


ამჟამად, მავნებლის რაოდენობის შემცირების ფონზე, სააგენტო 2026 წლიდან გეგმავს ფერომონიანი მწერსაჭერების რაოდენობის ოპტიმიზაციას, თუმცა მონიტორინგისა და მართვის აქტიური ღონისძიებები გაგრძელდება, რათა შენარჩუნდეს მიღწეული შედეგები და უზრუნველყოფილი იყოს ნაძვნარი ეკოსისტემების გრძელვადიან დაცვას.