გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

13-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, პაკისტანის, კენიის, ირანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ერაყის, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, სუდანის, უგანდის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 74 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - აცხადებენ უწყებაში.