გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

13-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს.


შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.


ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას. ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული პროდუქციის შეძენისგან და დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცხელ ხაზს: 1501.