გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

დუშეთში სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

15-05-2026

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 


ტყესთან დაკავშირებული  სერვისების მიღების გამარტივების მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა,  რაც  შესაძლებლობას მისცემს როგორც  ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე,  კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.  გასულ წელს აშენდა ახალი ადმინისტრაციული  შენობები ონსა და სადმელში ხოლო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ლენტეხში,  მცხეთაში, ასპინძაში, ზესტაფონსა და საჩხერეში.


„შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სატყეო სამსახურების გაძლიერების და, ამავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით  შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით,  გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში.   სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და გაძლიერება სატყეო რეფორმის  ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულებაა. -  აღნიშნა  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.