გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს

15-05-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


„ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას“ ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.


ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.  


როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2026 წელს „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს.  დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.


პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიული უნარების განვითარება.