გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან ხარაბაძემ აჭარისა და გურიის სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

15-05-2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ,  აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.


ლევან ხარაბაძის გადაწყვეტილებით, აჭარის სტრუქტურულ დანაყოფს გელა კანდელაკი, ხოლო გურიის სტრუქტურულ დანაყოფს ირაკლი სარჯველაძე უხელმძღვანელებენ.


შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დანაყოფების უფროსებისგან მოისმინეს ინფორმაცია, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაჩვენებლებს.


საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა.


რეგიონებში გამართულ შეხვედრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.