გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფელ შილდაში 80 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

15-05-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სარწყავი არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.


მიმდინარე სამუშაოები სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ტარდება. არხი დაგროვილი ნატანისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება.


შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 80 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, რაც ადგილობრივ ფერმერებსა და წყალმომხმარებლებს სეზონის განმავლობაში სარწყავი წყლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობას მისცემს.


შპს „საქართველოს მელიორაცია“, ფერმერებისთვის საირიგაციო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.