გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან

15-05-2026

დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება.


„დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან. ამას კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამაზე იმსჯელებს პარლამენტიც და ყველანაირად იქნება დაზღვეული ისეთი პრობლემა, რომ შავ სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებმა. მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.