გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას

16-05-2026

„სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე - შეფასებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შესადარისი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური შოკების ფონზე აღნიშნული პერსპექტივის შენარჩუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას.


„შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების ძლიერ ტენდენციაზე. ამის გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის გააუმჯობესა, კერძოდ, წელს სარეიტინგო სააგენტო 6,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული" - აღნიშნა ცინცაძემ.


მისივე თქმით, სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განახევრებას და საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეს.


„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ტენდენციები, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის კუთხით, გაგრძელდება როგორც 2026, ასევე მომდევნო წლებში. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რათა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი, შემცირდეს უმუშევრობა და ქვეყანაში შეიქმნას მეტი დამატებული ღირებულება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.