გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანის სოფლებში საირიგაციო მომსახურების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

18-05-2026

„საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გურჯაანის რამდენიმე სოფელში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.


ვაზისუბნის, შაშიანის, კალაურის, ვაჩნაძიანისა და კახიფარის მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კახეთის რეგიონში სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრებზე ასევე განიხილეს სახელმწიფოს მიერ საირიგაციო მომსახურების ტარიფის სუბსიდირების არსებული სქემა.


ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის წყალსარგებლობის განრიგის დაგეგმვის პროცესს, მორწყვის ჯერადობებსა და საირიგაციო მომსახურების მიღების პირობებს.


შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.


მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებას, არსებული გამოწვევების დროულ იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.