გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქალაქ სამ ლოკაციაზე დაზიანებულ დამცავი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

18-05-2026

ქალაქ კასპში მდინარე ლეხურაზე, სამ ლოკაციაზე დაზიანებულ დამცავი კედლების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


მიმდინარე პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


„მდინარე ლეხურაზე დაზიანებული დამცავი კედლების მოწყობა მნიშვნელოვანია. პროექტი უზრუნველყოფს მდინარე ლეხურას მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს სტიქიური პროცესებით გამოწვეულ რისკებს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.