19-05-2026
ამერიკელი პოდკასტერის მარიო ნაუფალის ინფორმაციით, გერმანელმა მოზარდმა „ტვიტერზე“ (X) ოლაფ შოლცს „ნაბიჭვარი“ უწოდა, რადგან მისი კომპიუტერული თამაშის Fortnite-ის განახლება 173 კბ/წმ სიჩქარით იწერებოდა და 60 საათზე მეტი დასჭირდებოდა.
გერმანიის სახელმწიფომ ამას ოფიციალური წერილობითი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით - ცილისწამების კანონით უპასუხა. აღნიშნულის თაობაზე იტყობინება ასევე „CLASH REPORT“, რომლის ცნობით, გერმანელი მოზარდის მიერ გამოქვეყნებულ „ტვიტს“ მხოლოდ 503 ნახვა ჰქონდა.
თინეიჯერს 37.9 გბ-იანი ფაილიდან მხოლოდ 102 მბ ჰქონდა გადმოწერილი, პოლიცია მასთან უფრო ადრე მივიდა, ვიდრე გადმოწერა დასრულდებოდა.
საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც გერმანელმა მოზარდმა პოსტი წაშალა.
2-03-2026